სიახლეები
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება „საყოველთაო ჯვრისწერების“ შესახებ (14.11.2016)
14/11/2016
როგორც ცნობილია, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული „ჩოხოსანთა საზოგადოების“ ორგანიზებით დაიწყო საყოველთაო ჯვრისწერები, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.
ჯვარდაწერილ წყვილებს სამების საპატრიარქო ტაძარში დალოცავს მისი უწმინდესობა, მათ კი, რომელთაც თბილისში არ შეუძლიათ ჩამოსვლა, – ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი.
შევნიშნავთ, რომაღნიშნულიეხებათ მხოლოდ იმ წყვილებს, რომელთაც წლების წინ შექმნეს ოჯახი, მაგრამ სხვა და სხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო დღემდე არ არიან ჯვარდაწერილნი.
ქორწინებისსაიდუმლოებაძალიან ღრმაა და უმნიშვნელოვანესი ადამიანის ცხოვრებაში. ჯვრისწერით წყვილი გამოხატავს მზაობას გაერთიანდნენ ქრისტეს წმინდა ეკლესიაში და ერთობით ისწრაფვონ სასუფევლისაკენ.
ოჯახი რომიყოს მტკიცე და სიყვარული არ განელდეს, აუცილებელია, მეუღლეები შაბათ-კვირას და დღესასწაულის დღეებში წირვა-ლოცვაზე დაესწრნენ და აღსარებისა და ზიარების საიდუმლოებებში მიიღონ მონაწილეობა, რათა მოიხვეჭონ სულიწმინდის მადლი.
ღმერთის შეწევნა არმოაკლდეთჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















