სიახლეები
ვარძიის ფრესკიდან აღდგენილი თამარ მეფის კაბა ხელოვნების სასახლეში გამოიფინება
11/11/2016
თამარის კაბა ხელოვნების სასახლეში ქართული ეროვნული კოსტიუმისადმი მიძღვნილი მუდმივმოქმედ ექსპოზიციაზე გამოიფინება. როგორც გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს, რესტავრაცია ხუთ განსაკუთრებულად ისტორიულ და მხატვრული მნიშვნელობის კოსტიუმს ჩუტარდა და საბჭოთა პერიოდში დამაგრებული ბუტაფორიების ნაცვლად კოსტიუმებზე ძვირფასი და კეთილშობილი ქვები დაბრუნდა.
"მაგალითისათვის სოლიკო ვირსალაძის მიერ ვარძიის ფრესკიდან აღდგენილ თამარის კაბაზე ამჟამად გამოყენებულია 4 ათასზე მეტი წვრილი და მსხვილი მარგალიტი, 150 ვერცხლის და 100 მოოქრული ბალთა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თეკლე დედოფლის კოსტიუმი ფილმიდან „გიორგი სააკაძე“, როგორც შემორჩენილი დოკუმენტებიდან ირკვევა კოსტიუმი მე-19 საუკუნეში შეიკერა და საქართველოს ერთ-ერთი თავადური ოჯახის წარმომადგენლის კუთვნილება იყო, კაბა თავისი მოოქრული ორნამენტებით განსაკუთრებულ მსგავსებას იჩენს მერი შერვაშიძისა და აგრაფინა ჯაფარიძის სამეჯლისო კაბებთან",-წერს გიორგი კალანდია
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















