სიახლეები
თბილისი ფორუმს "კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის" უმასპინძლებს
09/11/2016
სამინისტროს ცნობით, ფორუმის ფარგლებში, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს გაუზიარებენ სექტორის განვითარების ძირითად ტენდენციებსა და წარმატებულ გამოცდილებას.
მოეწყობა პრეზენტაციები, სემინარები და დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების და ახალი ტექნოლოგიების როლი კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში, ადგილობრივი და რეგიონული პოლიტიკის განვითარების ინიციატივები, "შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევი საქართველოში", კულტურული და ისტორიული ძეგლების როლი და სხვ.
ფორუმის ფარგლებში იგეგმება აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვას, ბელარუსისა და საქართველოს დელეგაციათა ხელმძღვანელების მიერ "აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების თბილისის მანიფესტის" მიღება, რაც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის რეგიონულ თანამშრომლობას.
ფორუმის გამართვამდე, 7 დეკემბერს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგება სამუშაო შეხვედრა თემაზე - "გზამკვლევი შემოქმედებითი საქართველოსთვის: რეკომენდაციები კულტურისა და შემოქმედებითი სექტორისათვის".
შეხვედრაზე ექსპერტთა 6 ჯგუფი წარმოადგენს ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისათვის საჭირო რეკომენდაციებს ქვესექტორების მიხედვით.
ფორუმის დასრულების შემდეგ კი, 10 დეკემბერს, სტუდენტებისთვის გაიმართება ღონისძიება TeamLAB Georgia 2016. ინტერდისციპლინური ბიზნესის განვითარების სემინარის მიზანია ერთმანეთთან დააკავშიროს ხელოვნების, დიზაინის, ახალი ტექნოლოგიებისა და ბიზნესის ფაკულტეტების სტუდენტთა შემოქმედებითი ძალისხმევა და ცოდნა.
ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამა; მხარდამჭერები - თბილისის მერია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკი.
ფორუმზე მოწვეულნი არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრები ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები, ექსპერტები და სპიკერები ევროპიდან, კულტურის პროფესიონალები, განათლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები სახელმწიფო სტრუქტურებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.
ფორუმი გაიმართება ტექნოპარკში, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში, რომელიც 2016 წლის იანვრიდან ფუნქციონირებს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















