Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


jyrthea

ხელოვნების სასახლეში ქართული ეროვნული კოსტიუმისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია გაიხსნება

09/11/2016

უახლოეს დღეებში ხელოვნებისსასახლე დამთვალიერებელს ახალსასიამოვნო სიურპრიზსუმზადებს. მუზეუმში ქართულიეროვნული კოსტიუმისადმი მიძღვნილიმუდმივმოქმედი ექსპოზიციაგაიხსნება,-ამის შესახებხელოვნების სასახლისდირექტორი გიორგიკალანდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზეწერს. 

"ხუთი განსაკუთრებული ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობის კოსტიუმის რესტავრაცია დასრულებულია, ეს პროცესი მთლიანად დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა დააფინანსა. უნიკალური რესტავრაციის დროს აღდგა და გამაგრდა ძვირფასი ისტორიული ქსოვილი, მოხდა დაკარგული ოქროს, ვერცხლის დეტალების აღდგენა.

საბჭოთა პერიოდში დამაგრებული ბუტაფორიების ნაცვლად კოსტიუმებზე ძვირფასი და კეთილშობილი ქვები დაბრუნდა. მაგალითისათვის სოლიკო ვირსალაძის მიერ ვარძიის ფრესკიდან აღდგენილ თამარის კაბაზე ამჟამად გამოყენებულია 4 ათასზე მეტი წვრილი და მსხვილი მარგალიტი, 150 ვერცხლის და 100 მოოქრული ბალთა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თეკლე დედოფლის კოსტიუმი ფილმიდან „გიორგი სააკაძე“, როგორც შემორჩენილი დოკუმენტებიდან ირკვევა კოსტიუმი მე-19 საუკუნეში შეიკერა და საქართველოს ერთ-ერთი თავადური ოჯახის წარმომადგენლის კუთვნილება იყო, კაბა თავისი მოოქრული ორნამენტებით განსაკუთრებულ მსგავსებას იჩენს მერი შერვაშიძისა და აგრაფინა ჯაფარიძის სამეჯლისო კაბებთან.

უნიკალური ექსპონატი განადგურების წინაშე იდგა, თუმცა რესტავრაციის დროს გამაგრდა მისი ქსოვილის საფუძველი და დამაგრდა 3000-ზე მეტი დაკარგული დეტალი. დარბაზში ასევე წარმოდგენილი იქნება მეფე ერეკლეს ოჯახისა და მისი გარემოცვის წევრთა ძვირფასი სამოსი, ტანსაცმელი მარგალიტებით, ოქრომკედითა გაფორმებული. ე.წმეფე ლუარსაბის კოსტიუმის შეკერვის დროს კი გამოყენებულია ძვირფასი სპარსული ფარჩა, 1000-ზე მეტი ვარდისფერი მარგალიტი, ანდალუსიური დიდი მარგალიტები და ე.წშავი მარგალიტი ბაკარა. 

კოსტიუმი ფილმში „გიორგი სააკაძე“ მეფე ლუარსაბის პერსონაჟს (სპარტაკ ბაღაშვილი) ეცვა, თუმცა მისი გაფორმების დროს მე-18-19 საუკუნეების ისტორიული ქსოვილის დეტალები და ორნამენტები გამოიყენეს, რის გამოც კოსტიუმმა განსაკუთრებული მხატვრული ღირებულება შეიძინა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced