სიახლეები
ისნის რაიონში გამწვანების აქცია გაიმართა
01/11/2016
ქალაქის შიდა ტერიტორიებისგამწვანების პროექტისფარგლებში, ისანში, საცურაო აუზ „ოლიმპიკთან“ გამწვანების აქციაგაიმართა,- ამის შესახებინფორმაციას თბილისისმერია ავრცელებს.
"აქციაში თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ჩაერთვნენ და 200-მდე შერეული სახეობების ხე-მცენარე დარგეს.
თბილისის სხვადასხვა რაიონში გასამწვანებელი ადგილები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად შეირჩა. ამჟამად შიდა ტერიტორიების ხეებით შევსება მათივე მონაწილეობით აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სეზონზე საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, სკვერებში და გამზირებზე 30 000-მდე ხე-მცენარე დაირგვება.
თბილისის მერის მოადგილის, გიგა ნიკოლეიშვილის თქმით, გამწვანების სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში ტარდება, გამწვანების აქციებში მოსახლეობის ჩართულობა კი ძალიან მაღალია.
მიმდინარე სეზონზე დედაქალაქი სულ 80 000 ნერგით განაშენიანდება. 50 000 ხე-მცენარე მახათას მთაზე და თბილისის ზღვის გარშემო დაირგვება. დასარგავი ხე-მცენარეების სიმაღლე 1,5-3,5 მეტრი სიმაღლის ფარგლებში მერყეობს. მათ შორის, 5 000 ნერგის სიმაღლე 2,5-3,5 მეტრია. საშემოდგომო გამწვანების პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
სპეციალისტების რეკომენდაციით საშემოდგომო გამწვანებისთვის შერჩეულ სახეობებს შორისაა თეთრი აკაციის, მინდვრის ნეკერჩხლის, იფანის, აღმოსავლური ჭადრის, ზეთისხილის, ჰიმალაის კედარის, კიპარისის, ნუშისა და ვერხვის ნერგები.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















