სიახლეები
ბერლინის ლიტერატურის ფესტივალზე საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება
01/11/2016
მიმდინარე წლის 13-20 ნოემბერს ქართულიწიგნის ეროვნულიცენტრი გერმანიისგამომცემელთა დაწიგნის გამავრცელებელთა ასოციაციასთან (ბერლინი-ბრანდენბურგი) და ლიტერატურულსააგენტოსთან Antas Bindermann Listau GbR თანამშრომლობით, ბერლინის ფესტივალისთვის დაგეგმილსპეციალურ ქართულპროგრამაში 11 თანამედროვე ავტორსადა ხელოვანსწარადგენს,- ამის შესახებინფორმაციას კულტურისსამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროსცნობით, ერთი კვირის განმავლობაში გერმანულენოვანი აუდიტორიის წინაშე საკუთარ შემოქმედებას ნინო ხარატიშვილი, ლაშა ბუღაძე, ბექა ადამაშვილი, ნანა ექვთიმიშვილი, ლია სტურუა, რატი ამაღლობელი, ტორესა მოსი, ანრი ლომია, დავით ადამაშვილი, კოტე ჯანდიერი და დიანა ანფიმიადი წარადგენს.
ქართული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ხუთი ლიტერატურული და კულტურული ღონისძიება ბერლინის სხვადასხვა ცნობილ სახელოვნებო სივრცეში - Deutsches Theater, TAK, Babylon Kino, Literaturhaus Berlin, Buchhändlerkeller გაიმართება.
ღონისძიებებსმოდერაციას წამყვანი გერმანელი ჟურნალისტები და ლიტერატურის კრიტიკოსები ტილმან შპრეკელსენი, კნუტ ელსტერმანი, კოლია მენსინგი, დანიელა სილი და გერმანიაში მოღვაწე ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი გაუწევენ.
ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე ნინო ხარატიშვილი რომანით „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“ და ლაშა ბუღაძე „ლიტერატურულ ექსპრესით“ წარდგებიან; დებიუტანტის სალონში ბექა ადამაშვილი „ბესტსელერით“, წიგნი და კინოს ფორმატში კი ნანა ექვთიმიშვილი რომანით „მსხლების მონდორი“ და ფილმით „გრძელი ნათელი დღეები (In Bloom)“ მონაწილეობს.
ტორესა მოსის ბენდის ცოცხალი მუსიკის აკომპანიმენტით გაიმართება ლია სტურუასა და რატი ამაღლობელის პოეზიის და თავად ტორესა მოსის პროზის საღამო. ლიტერატურულ ღონისძიებას მუსიკალურად ტორესა მოსისთან ერთად ანრი ლომია და დავით ადამაშვილი გააფორმებენ.
ქართული პროგრამის ბოლოს გაიმართება კოტე ჯანდიერის „გლობალიზაციის“ კითხვა და დიანა ანფიმიადის „პირადი კულინარიის“ წარდგენა, რომელიც კულინარიული შოუთი დასრულდება. ტექსტებს მხატვრულად ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი და იუნონა გურული წაიკითხავენ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















