Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


yrjthe

ქართული ფილმის "სხვისი სახლი" ოპერატორი აზიურ ოსკარზეა წარდგენილი

28/10/2016

რუსუდან გლურჯიძის ფილმის "სხვისი სახლი" ოპერატორი გორკაგომეს ანდრეუ The Asia Pacific Screen Awards-ზესაუკეთესო ოპერატორულინამუშევრისთვისაა წარდგენილი.

"სხვისი სახლი" საქართველოს კანდიდატი ფილმია ოსკარზე, რომელსაც უკვე აქვს მოპოვებული სამი მთავარი ჯილდო კარლოვი ვარის, ბერგენისა და ევრაზიის საერთაშორისო ფესტივალებზე.

APSA აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოვება 2007 წლიდან ავსტრალიაში, ქალაქ ბრისბანში იმართება და მას ღონისძიების მნიშვნელობისა და მისი მასშტაბურობის გამო აზიურ ოსკარს უწოდებენ.

წელს დაჯილდოვების ცერემონიალი 24 ნოემბერს გაიმართება და მას სტუმრების რეკორდული რაოდენობა 1000 სტუმარი დაესწრება.

რეკორდულია საკონკურსო ფილმების რაოდენობაც - 303 ფილმი 43 ქვეყნიდან.

ცნობილი ესპანელი ოპერატორი გორკა გომეს ანდრეუ ქართველ რეჟისორებთან ხშირად თანამშრომლობს. იგი მუშაობდა ისეთ ქართულ ფილმებზე როგორებიცაა "მოირა", "ჩაიკა", "დაკარგული სოფელი" და სხვ.

ქართული ფილმი Asia Pacific Awards-ზე პირველად 2012 წელს გამოჩნდა, როდესაც სალომე ჯაშის "ბახმარო" ნომინირებული იყო საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში.

2015 წელს კი მიშა გომიაშვილი წარადგინეს საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში ფილმში "პრეზიდენტი" შესრულებული როლისთვის.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced