Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


patriarqi

პატრიარქის ქადაგება (23.10.2016)

23/10/2016

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!

„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენნი შენნი“

ერთ-ერთი უდიდესი სასწაული, რომელიც ქმნა უფალმა, ეს არის ხატი. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც არ ეკუთვნის მართლმადიდებელ ეკლესიას, უარყოფს ხატს და მის თაყვანისცემას. მეშვიდე მსოფლიო კრებამ დაადგინა, რომ ხატის თაყვანისცემა მიემართემა მასზე გამოსახულს და კურთხევის შემდეგ ხატს ეძლევა დიდი ძალა.

 ჩვენ დავადგინეთ, რომ მშობლებმა ხატით უნდა დალოცონ თავიანთი შვილები და ეს ხატი მუდამ განსაკუთრებული შემწე და მფარველი იქნება მათი.

ჩვენ გულითადად მივესალმებით ლიტვის მთავარეპისკოპოსს ინოკენტის და გამოვთქვამთ დიდ სიხარულს მისი ჩამობრძანების გამო. მე 20 წელიწადზე მეტია ვიცნობ მას და პირველად მხოლოდ ახლაღა ჩამობრძანდა საქართველოში.
„თქვენო ბრწყინვალებავ, მოგესალმებით 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით. 

მოხარულნი ვართ, რომთქვენ ჩვენთან ერთად ხართ 

და ჩვენი ღრმა პატივისცემის ნიშნად, გჩუქნით მაცხოვრის ხატს, 

რომელიც იქნება თქვენი ქვეყნის მფარველი“.

ჩვენთან არს ღმერთი

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced