სიახლეები
ოპერის თეატრში შექსპირის პიესების მიხედვით შექმნილი კლასიკური ნაწარმოებები შესრულდება
21/10/2016
საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კლასიკურ ნაწარმოებებს წარმოადგენს, რომლებიც უილიამ შექსპირის პიესების მიხედვით შეიქმნა.ღონისძიება 26 ოქტომბერს, 19:30 საათზე გაიმართება.
ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი უდირიჟორებს, სოლისტი - მეგი ჩიხრაძე (სოპრანო) იქნება.
შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის უვერტიურა კორიოლანი, ალექსი მაჭავარიანის სიუიტა ოპერიდან ჰამლეტი და ნაწყვეტები ბალეტიდან ოტელო, პიოტრ ჩაიკოვსკის რომეო და ჯულიეტა. პრემიერა - ვახტანგ მაჭავარიანის 10 სონეტი უილიამ შექსპირის ტექსტზე.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















