სიახლეები
ქართველმა მარკეტერებმა კანის კრეატივის ფესტივალზე ოქროს მედლები მოიპოვეს
21/10/2016
17-18 ოქტომბერს ლონდონში კანის კრეატივის ფესტივალის წარმომადგენელთა რიგით 64-ე შეკრება გაიმართა. ყოველწლიური შეკრების მიზანია ფესტივალის წარმომადგენლების შეკრება მთელი მსოფლიოდან, განვლილი წლის შეჯამება და მომავალი წლის სტრატეგიის შემუშავება.
2016 წელი ძალიან დიდი წარმატების მომტანი გამოდგა საქართველოსთვის, ფესტივალის ჟიურიმ, საქართველოს მიღწევები, ახალგაზრდა ლომების კონკურსის ჩატარების მიმართულებით, მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა. კონკრეტულად რას ნიშნავს ეს გამარჯვება და რას მოუტანს ინდუსტრიას, ამის შესახებ ფესტივალის ოფიციალურ წარმომადგენლები საქართველოში – ლევან ლეფსვერიძე და აკო ახალაია საუბრობენ:
კანის კრეატივის ფესტივალი უკვე 64 წელია ყოველწლიურად ტარდება კანში, როდესაც ეს ფესტივალი კანის კინოფესტივალს გამოეყო, მას რეკლამის ფეტივალს ეძახდნენ, დღეს კი, ვინაიდან ნამუშევრები, რომლებიც ხვდება ამ ფესტივალზე სცილდება რეკლამას მას კანის კრეატივის ფესტივალს უწოდებენ.
ყველაზე დიდი ჯილდო რაც კრეატიული ინდუსტრიების სფეროში მოღვაწე კომპანიას, სააგენტოს შეუძლია წამოიღოს ამ ფესტივალიდან არის კანის ლომები, ამიტომაცაა რომ ხშირად ფესტივალს კანის ლომებს ეძახიან. დღევანდელი მდგომარეობით ეს არის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ფესტივალი კრეატიული ინდუსტრიებისთვის, მას მსოფლიო ჩემპიონატს ეძახიან და აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ. საქართველო ამ დიდ ოჯახს სულ რაღაც 2 წელია რაც შეუერთდა, ჩვენ არ გვქონდა ფუფუნება გაგვევლო ყველა ის ეტაპი, რაც სხვა განვითარებულმა ქვეყნებმა გაიარეს, ამიტომ ძალიან დიდი ტემპით მოგვიწია მუშაობა და თითქმის არცერთ ეტაპზე არ გვქონდა შეცდომის დაშვების უფლება.
მუშაობამ შედეგი გამოიღო და ამის დადასტურებაა ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ გვხვდა წილად წლევანდელ შეკრებაზე. როგორც იცით, ყოველწლიურად მთელ მსოფლიოს მასშტაბით, 89 ქვეყანაში ტარდება ახალგაზრდა ლომების ფესტივალი, სადაც საერთო ჯამში ათასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას.
განვითარებულ ქვეყნებს შესარჩევი კონკურსის ჩატარებლის ათეული წლების გამოცდილება აქვთ, რომ არაფერი ვთქვათ იმ მხარდაჭერაზე, რასაც ისინი იღებენ. სხვადასხვა ქვეყანაში ლოკალურ ფესტივალს ადგილობრივი Facebook, Google, Coca Cola და უმსხვილესი ბრენდები აფინანსებს, ჩვენ ენთუზიაზმით ვატარებთ.
საქართველოს გუნდმა საოცარი შედეგი დადო, რომელიც ცხადია მხოლოდ ჩვენი დამსახურება არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია GITA-ს როლი, რომელმაც დააფინანსა ფესტივლალის ხარჯები, უმნიშვნელოვანესია ის გამარჯვება, რასაც გიორგი ავალიანმა და ანანო მიმინოშვილმა მიაღწიეს, ევრობესთის ფესტივალზე მათ ოქრო მოიპოვეს. ნინო უნგიაძემ და ანა მარკოზაშვილმა კი კანის ახალგაზრდა ლომების ფესტივალზე, მარკეტინგის კატეგორიაში მოიგეს კონკურსი და საქართველოს ოქროს მედლები მოუტანეს. ამ ყველაფერში განსაკუთრებული ისაა, რომ ეს ხდება ფესტივალის ქვეყანაში შემოსვლიდან მეორე წელს, მაგალითისთვის გეტყვით რომ ფრანგებს 10 წელი დაჭირდათ ერთი ოქროს ასაღებად, ბევრ ჩვენზე დიდ ქვეყანას ჯილდო არასდროს აქვთ მიღებული.
ბევრი კრიტერიუმით შეგვარჩიეს და გვიხარია, რომ ჩვენი შრომა დაფასდა, ცხადია ბევრს აინტერესებს რა შეიცვლება ამ ყველაფრის მერე, ანუ გარდა დარბაზში მყოფი ადამიანების გულისა რა მოვიგეთ და რაში გვეხმარება ასეთი წარმატება:
1. შესაძლებლობა, რომ საქართველომ Eurobest-ზე გაგზავნოს 2 გუნდი.
2.კანის ახალგაზრდულ ფესტივალზე შეგვინარჩუნდა არსებული 4 კატეგორია + მოგვცეს დამატებთ ახალი კატეგორია FILM, რომელიც არის ყველაზე პოპულარული კატეგორია მთელს ფესტივალზე.
3.კანის კრეატიული ფესტივალის სცენა გაიხსნა ქართველი სპიკერებისთვის, თუ აქამდე არც განიხილებოდა ეს ამბავი, დღეს კანი უკვე მზადაა თავის მიერ ორგანიზებულ ფესტივალებში მიიწვიოს ქართველი სპიკერები.
4.ქართველებისთვის გაიხსნა ჟიურის ადგილები, ანუ ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა კანს სხვადასხვა კონკურსისთვის ვურჩიოთ ქართველი პროფესიონალები.
4. თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა რამოდენიმე ქვეყანამ, რომლებიც დაინტერესებულები არიან გაცვლითი პროგრამით ქართულ და მათ ქვეყანაში არსებულ სააგენტოებს შორის, ანუ ქართველ ახალგაზრდებს ექნებათ უნიკალური შანსი, იმოგზაურონ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და ნახონ თუ როგორ მუშაობს სხვა ქვეყნის სააგენტო, მიიღონ გამოცდილება, ცოდნა. ადგილობრივად კი ქართული სააგენტოები მიიღებენ უცხოელ გამოცდილ კადრებს, რომლებიც თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას ჩამოიტანენ ქვეყანაში.
გარდა იმ სიხარულისა, რაც ამ გამარჯვებამ მოიტანა, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, მთელი მსოფლიო გვაკვირდება, ფილიპ ტომასის განცხადებით, რომელიც ფესტივალის პრეზიდენტია, მათ არ ახსოვთ შემთხვევა, როცა ფესტივალზე ახალი ქვეყანა ასე აქტიურად და დასამახსოვრებლად შემოვიდა. შესაბამისად, უკვე 2017 წლისთვის ჩვენ ისევ მაქსიმუმს გავაკეთებთ ამ წარმოდგენის შესანარჩუნებლად, მაგრამ დაგვჭირდება ყველას მხარდაჭერა. არ შეიძლება ეს ფესტივალი უყურადღებოდ დავტოვოთ, ეს არის ჩვენი კარი და გასაღები ქართული ტალანტის წარმოსაჩენად. საქართველოს ხმას მსოფლიო ელოდება!
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















