Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


ykrte

პატრიარქის ქადაგება (16.10.2016)

21/10/2016

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს მრავალი გამოწვევის წინაშე დგას კაცობრიობა და ყოველი ადამიანი.ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, ეს არის ოჯახის საკითხი,- ურთიერთდამოკიდებულება მშობლებსა და შვილებს შორის. იმის მაგივრად, რომ შვილები სიყვარულით იყვნენ მშობლების მიმართ, ძალიან ხშირად აკრიტიკებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მათ. ასევე მშობლებიც; არის შემთხვევები, როცა მამა სცემს და დედა კი სწყევლის შვილებს, რაც ძალიან საშიშია, რადგან ხშირად წყევლა სრულდება.

მე მინდა შეგახსენოთ ძველი წესი, რომელიც იყო ჩვენს წინაპრებში და რომელიც ახლა მივიწყებულია, – დალოცვა მშობლების მიერ თავისი შვილებისა, უფრო სწორად ყოველი შვილის ცალკე.

ამისათვის დედ-მამამ უნდა აჩუქოს მას მოძღვრის მიერ ნაკურთხი ხატი, რომელიც იქნება მფარველი მთელი სიცოცხლის მანძილზე შვილისა. მე მინდა გითხრათ, რომ ჩემმა მშობლებმა დამლოცეს მე და აი ეს პანაღია, რომელიც დღეს მაქვს, მათი დალოცვის პანაღიაა (მაშინ პანაღია არ იყო, ხატი იყო და შემდეგ გახდა პანაღია). ამას აქვს დიდი ძალა.

თქვენ ნახავთ, რომ დალოცვის შემდეგ შეიცვლება ოჯახი, სიყვარული შემოვა, დამშვიდდებიან შვილები, დამშვიდდებიან მშობლები. მაგრამ ღვთის მადლი, რომ გამოითხოვოთ ჯერ თქვენ,- მშობლებიც და შვილებიც, უნდა მოემზადოთ1.

შევთხოვოთ უფალს, რომ ძალა ერსა თვისსა მოსცეს და აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ბიბლიის ერთ-ერთი მცხნებაა:„პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ 

და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“. დაე, უფალმა მოგანიჭოთ ბედნიერება თქვენ, მთელს საქართველოს, მკვიდრთა საქართველოსათა და ყოველ ქართველს, რომელიც უცხოეთში.

დღეს პირველად მე წავიკითხავ ამ ლოცვას მთელი საქართველოსთვის. შემდეგ იგი დაიბეჭდება სპეციალურ სიგელზე და დაგირიგდებათ. შვილი მამამ ცალკე უნდა დალოცოს და დედამ ცალკე. ეს დალოცვა ცხოვრებაში ერთხელ უნდა მოხდეს, მხოლოდ ერთხელ2 ასეთი წესით: შვილს დააყენებთ მუხლებზე ხატების წინაშე და იმ ხატის წინაშე, რომელითაც თქვენ ლოცავთ მას. ორივე ხელს დაადებთ თავზე და წაიკითხავთ ამ ლოცვას:

ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისა მპყრობელო

ძეო ღვთისაო უფალი ჩვენო იესო ქრისტესულო წმიდაო

ცხოველმყოფელოსამებაო ერთარსო და განუყოფელო

გარდამოიხილე ზეცით მოწყალე თვალით და 

დალოცეშვილები ესე საქართველოისა

მონანი და მხევალნი ღვთისანი და მიმადლე მათ

მრავალჟამიერი სიცოცხლე,მტკიცე მართლმადიდებელი 

სარწმუნოებასიყვარული ღვთისა და მოყვასისა

თავმდაბლობაგანცდაითვისთა ცოდვათასიბრძნე

სიმშვიდე და მოთმინებანიჭი და უნარი სწავლისა და 

შრომისაბედნიერიოჯახიმრავალი შვილი

კეთილდღეობა და სიხარულიგონება საღი და გახსნილი

გული წმინდასიყვარულიმშობელთა თვისა

ჰოიუფლო შეისმინე ჩემი ლოცვა და დაიფარე შვილნი

ესე ჩვენნი სულიერნი ხილული და უხილავიმტრებისაგან და

ღირსყავ ისინი ცათა სასუფეველისა. 

ლოცვითა და მეოხებითა ყოვლადწმიდისაღვთისმშობელისა 

და ყოველთა წმიდათა შენთაამინ.

შემდეგ შვილს ასხურებთ ნაკურთხ წყალს და გადასახავთ ჯვარას. თუ მთელი გულით შესთხოვთ უფალს და აღასრულებთ ყოველივეს, თქვენც და თქვენი შვილებიც და მთელი ოჯახი იქნებით ბედნიერნი.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ.

 

{1}. მომზადებაში იგულისხმება ის, რომ როგორც მშობლებმა, ისე შვილებმა უნდა თქვან აღსარება, ეზიარონ, ილოცონ, და გულით სთხოვონ ღმერთს შეწევნა, რათა მშობლებიც იყვნენ მზად კურთხევის გაცემისთვის და შვილებიც კურთხევის მიღებისთვის.

{2}. კონკრეტულად ეს ლოცვა მშობლის მიერ იკითხება ერთხელ, რადგან იგი ხატით დალოცვის ლოცვაა, რაც ნიშნავს მშობლის მიერ ამა თუ იმ წმინდანისადმი (ვის ხატსაც ჩუქნის) შვილის ჩაბარებას, შვილის მინდობას. ეს ხატი კი შვილის მუდმივი თანამგზავრი უნდა გახდეს და იგი პირველ რიგში ამ ხატის წინაშე ლოცვით უნდა გამოითხოვდეს ღვთისგან წყალობას და იხსენებდეს მშობლებს.საერთოდ კი, რა თქმა უნდა, მშობლები ყოველდღე უნდა ლოცავდნენ თავიანთ შვილებს და ღვთის წინაშე მუნდამ ლოცულობდნენ მათთვის, იმ ლოცვებით, რომლებიც საყოველთაოდაა დადგენილი.

{3}. ლოცვის ამ ადგილს თქვენ მხოლობით რიცხვში წაიკითხავთ და მიუთითებთ სახელს მაგ.: დალოცე შვილი ესე ჩემი, მონა ღვთისა გიორგი / ან მხევალი ღვთისა ნინო და მიმადლე მას…

 

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced