სიახლეები
სალომე ჯაში დოკუმენტური ფილმით "დაისის მიზიდულობა" ჩილეში, ვალდივიის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა. კინოფესტივალი 11-16 ოქტომბერს გაიმართა.
18/10/2016
"დაისის მიზიდულობა" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. იგი საქართველოს და გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმი რეგიონული სატელევიზიო არხის საშუალებით ერთი პატარა ქალაქის შესახებ მოგვითხრობს, სადაც რიტუალები და ტრადიციები, ნორმები და დოგმები ცხოვრების წესს განსაზღვრავს და სადაც თანამედროვე მსოფლიოს ანარეკლიც იჭრება.
ფილმის მსოფლიო პრემიერა ნიონის კინოფესტივალზე შედგა, სადაც სალომე ჯაშმა მთავარი ჯილდო The Main Prize of Regard Neuf section მოიპოვა.
ვალდივიის საერთაშორისო კინოფესტივალი ჩილეში 1993 წლიდან იმართება და იგი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















