Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


დსგფ

ქართველი სპორტსმენის წარმატება ესპანეთში

18/10/2016

ესპანეთში, ქალაქ სესენაშიჩატარებულ მსოფლიოჩემპიონატზე ვეტერან (35 წლის ზევით) წყალმოთხილამურეთა შორის, ტრადიციულად წარმატებასმიაღწია საქართველოსსახელით მოასპარეზეგენადი გურალიამ, - ამის შესახებინფორმაციას სპორტისადა ახალგაზრდობის საქმეთასამინისტრო ავრცელებს.

ქართველმა წყალმოთხილამურემ ორი მედლის - ვერცხლის და ბრინჯაოს მოპოვება შეძლო. ტრამპლინიდან ხტომაში გურალია ამჯერად 3 ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი აიღო შედეგით - 53.9 მეტრი. მასზე უკეთესი მაჩვენებელი ლიტველ რიკარდას ლაზინსკასს (55.9) და ბრიტანელ ჯეისონ სილსს (60.6) ჰქონდათ, რომლებიც შესაბამისად ვერცხლის და ოქროს მედლებს დაეუფლნენ.

მრავალჭიდში (სლალომი, ფიგურები, ტრამპლინი) კი გურალიამ მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა ჯამური 2855.01 ქულით. ვეტერანი ქართველი წყალმოთხილამურე მრავალჭიდში მხოლოდ ბრიტანელ ჯეისონ სილსს ჩამორჩა, რომელიც 2936.43 ქულით მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

გენადი გურალია ვეტერანთა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე რამდენიმე წელია სტაბილურად ასპარეზობს და ყოველთვის დიდ წარმატებას აღწევს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced