Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


999

კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი ბატონ სვიმონ ზაზაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სტამბულის ქართულ სათვისტომოს

12/10/2016

დღეს, 11 ოქტობერს, სტამბოლში დაკრძალავენ ქართული დიასპორის ერთ-ერთ უხუცეს წევრს, დიდ მამულიშვილს, სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანის ღვაწლმოსილ მოამაგეს, ბატონ სვიმონ ზაზაძეს.
დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება დელეგაცია საქართველოს ეკლესიიდანაც. კერძოდ, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე) და ქ.ნი ნატო ასათიანი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბატონ სვიმონის გარდაცვალებას უსამძირებს მის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სტამბულის ქართულ სათვისტომოს. გთავაზობთ ტექსტს:

ბატონ სვიმონ ზაზაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს,
სტამბულის ქართულ სათვისტომოს

დიდად ვწუხვართ ბატონ სვიმონ ზაზაძის გარდაცვალების გამო. იგი იყო სტამბულის ქართული სავანის დაუღლელი მეციხოვნე.
მას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან და ცდილობდა ჩვენთან ურთიერთობის განმტკიცებას.
ბატონი სვიმონის სახელი მუდამ დარჩება ეკლესიის ისტორიაში.
ვისურვებთ, რომ მისმა შთამომავლებმაც ღირსეულად გააგრძელონ მამის საქმე და მასავით უერთგულონ სამშობლოს.
აღვნიშნავთ იმასაც, რომ, მართალია, ძნელია განშორება ახლობელთან, მაგრამ უნდა გვანუგეშოს რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არის მხოლოდ დროებითი განშორება და რომ ჩვენც ყველანი უნდა მოვემზადოთ მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრებისათვის.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ; ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახი.
პატივისცემით,

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

11.10.2016

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced