Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


fsgtdhrea

კულტურის სამინისტრო: აკაურთას ტაძართან უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი განხორციელდა

11/10/2016

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ბოლნისის რაიონის სოფელ აკაურთაში მდებარე, ეკლესიის ტერიტორიაზე უნებართვო ნაგებობის დემონტაჟი მოახდინა. ნაგეგობა მე-5 საუკუნის ძეგლის იერსახესთან სრულიად შეუსაბამო იყო,- ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

"6 სექტემბერს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ბოლნისის მთავარეპისკოპოს მეუფე ეფრემს ოფიციალურად გაუგზავნა წერილი და სიტუაციის გამოსწორება მოითხოვა.

სააგენტოსა და მეუფე ეფრემის ძალისხმევით, დღეისათვის, ეკლესიის ტერიტორიაზე აღებულია უნებართვო ნაგებობა. 

ბოლნისის რაიონის სოფელ აკაურთაში (ბოლნისის ეპარქია), მდინარე მაშავერის მარცხენა მხარეს, ბოლნისიდან 12 კმ დაშორებით მდებარეობს და V-VI საუკუნეებით თარიღდება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced