Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


herw

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 9-15 ოქტომბერს გაიმართება

11/10/2016

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 9-15 ოქტომბერს თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცნობით, ფესტივალი წელს მასშტაბური პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.

უწყების ინფორმაციით, წლევანდელი პროგრამა მეოცე საუკუნის ცნობილი მევიოლინის - ოლეგ კაგანის 70 წლისთავს ეძღვნება, რომელიც ფესტივალის დაარსების ერთ-ერთი თანამოაზრეა ელისო ვირსალაძესა და ნატალია გუტმანთან ერთად.

2016 წლის მთავარი სიახლე ფესტივალზე ევროპული ორკესტრის ჩამოსვლაა. ქალაქ კრაკოვის (პოლონეთი) ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრის მონაწილეობით ორი კონცერტი გაიმართება. ორკესტრს უდირიჟორებენ ევროპაში ცნობილი იაცეკ კასპშიკი და ახალგაზრდა ქართველი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი. პოლონური ორკესტრისა და დირიჟორის ვიზიტი საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced