Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


jtdhsgs

ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი აცხადებას კონკურსს

13/10/2016

ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი აცხადებას კონკურსს მოტივირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის მქონე მოხალისე კლუბის ლიდერების შესარჩევად.

ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის (SKYE) კლუბი ეხმარება ახალგაზრდებს, რომ მათ განივითარონ უნარები, ქცევები და დამოკიდებულებები ლიდერობის, სოციალური ჩართულობის, მეწარმეობისა და დასაქმების კუთხით, ასევე პროექტის მენეჯმენტის, კომუნიკაციის, ტექნიკური კომპეტენციის, ინოვაციისა და შემოქმედებითობის განვითარების კუთხით, რაც აუცილებელია საზოგადოების განვითარებისათვის.

SKYE კლუბი ძირითადად შედგება დაახლოებით 10-25 (18-26 წლის ასაკის) ახალგაზრდისგან, რომლებიც იკრიბებიან კვირაში ერთხელ 2-3 საათით. კლუბებს ხელმძღვანელობენ თემიდან/ საზოგადოებიდანარჩეული მოხალისე SKYE კლუბის ლიდერები (ასაკი 20 წლის ზევით). ეს ლიდერები იყენებენ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიას, რათა დაეხმარონ კლუბის ახალგაზრდებს, გამოიმუშაონ უნარები აქტიური მოქალაქის, ლიდერობის,  შრომისუნარიანობის და მეწარმეობის სფეროში.

კლუბის ლიდერის მიზნები და სტრატეგიები:

1) მონაწილეების მოტივირება;

2) დისკუსიის სხვადასხვა მეთოდების გამოყენება და ცოდნა, მათ შორის აქტიური გამოკითხვის ტექნიკა და რეფლექსიისთვის საჭირო აქტივობები;

3) გუნდის იდენტურობის განვითარება;

4) მონაწილეებისათვის SKYE-ის მიზნებისა და მისწრაფებების ახსნა;

5) გუნდისთვის რეალურად მიღწევადი ამოცანების დასახვა;

6) თემისთვის/ საზოგადოებისთვის რაიმე რეალური, ადვილად დასანახი პროექტების განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს თემში სოციალური ცვლილებების შემოტანას და შეხვედრებისას ნასწავლი ახალი ცოდნისა და ცხოვრებისეული უნარების გამოყენებას.

SKYE-ის  სახელმძღვანელო World Vision-ისა და New Horizons Foundation-ის მიერ არის მომზადებული.

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდთან თანამშრომლობით. პროექტის  განხორციელების ადგილი: თბილისი, პატრიარქის საერთაშორისო ფონდის ოფისი (რუსთაველის გამზირი #21)

კლუბის ლიდერის პოზიციაზე შერჩეული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ 6 დღიან ტრენინინგს, რომელიც ორგანიზებული იქნება World Vision-ისა და New Horizon Foundation-ის მიერ.

კლუბის ლიდერის ფუნქციის დეტალური აღწერა და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ ფაილში.

გთხოვთ, სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:recruitment_georgia@wvi.org. დასახელებაში მიუთითეთ: SKYE Club Leader Position

აპლიკაციები მიიღება 2016 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით.

აპლიკაციის ფორმა: 125562-skye-call.zip 

 

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced