Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


iuyltkrj

ქართული ეკლესია ბიძინა ჩოლოყაშვილისა და ქსნის ერისთავების ხსენების დღეს აღნიშნავს

01/10/2016

საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულოეკლესია წმინდანის, ბიძინა ჩოლოყაშვილისა დაქსნის ერისთავებისხსენების დღესაღნიშნავს.

წმიდა ბიძინა ჩოლოყაშვილი, ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები მოწამეობრივად 1661 წელს აღესრულნენ. XVII საუკუნეში შაჰ-აბასმა კახეთი ააოხრა.

ბიძინა ჩოლოყაშვილმა და ქსნის ერისთავებმა გადაწყვიტეს თათრების წინააღმდეგ ებრძოლათ. აჯანყებულები ფარულად ბახტრიონის ციხეში დაბანაკებულ თათრებს მიუხდნენ. 1659 წლის ალავერდობის დღესასწაულზე – ალავერდში მყოფ ყიზილბაშებს, გაანადგურეს ისინი და არდალანის სულთანმა სელიმ-ხანმა თავს გაქცევით უშველა.

განრისხებულმა შაჰ-აბასმა ქართლის მეფეს, შაჰ-ნავაზად წოდებულ ვახტანგს, ბიძინა ჩოლოყაშვილის, ელიზბარისა და შალვა ქსნის ერისთავების მასთან გაგზავნა მოსთხოვა. შაჰ-აბასი მათგან სარწმუნოების გამოცვლას ითხოვდა. უარის მიღების შემდეგ ისინი სასტიკად აწამა. ჯერ ქსნის ერისთავებს მოკვეთეს თავები. წმ. ბიძინა ჩოლოყაშვილი კი ჯალათებმა ცოცხლად აკუწეს. 

გადმოცემით, წმიდა მოწამეთა გვამებს ღამით ნათელი დაადგა. ქრისტიანებმა ფარულად დაკრძალეს წმიდანთა ნეშტი.

მოგვიანებით, შალვას მეუღლემ, ქეთევანმა და მისმა ძემ, დავითმა წმიდანთა ნეშტი სამშობლოში გადმოასვენებინეს. კახეთის მხსნელი გმირები პატივით და დიდებით იკორთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced