Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


ytkurj

"სხვისი სახლი" ნორვეგიაში გამართულ კინოფესტივალზე გრან პრის მფლობელი გახდა

29/09/2016

რუსუდან გლურჯიძის ფილმი "სხვისი სახლი" ნორვეგიაში, ბერგენის საერთაშორისოკინოფესტივალზე გრანპრის მფლობელიგახდა. ეს ფილმისთვისრიგით მეორესაერთაშორისო ჯილდოა. "სხვისი სახლი" კარლოვი ვარისკინოფესტივალის გამარჯვებულია პროგრამაში East of the West.

ბერგენის საერთაშორისო კინოფესტივალი ნორვეგიაში 2000 წლიდან იმართება და ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება.

"სხვისი სახლი" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. იგი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. მთავარ როლებს სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ია სუხიტაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია,ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.

ფილმი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის კინოაკადემიისთვის წარსადგენად ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის წელს რუსუდან გლურჯიძის ფილმი "სხვისი სახლი" შეირჩა. გადაწყვეტილება 9 აგვისტოს ეროვნული კინოცენტრის მიერ სპეციალურად შექმნილმა კომისიამ კინოთეატრ „ამირანში" მიიღო.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced