Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


ftydrh

მე-10 საუკუნის უმნიშვნელოვანესი ძეგლის, კუმურდოს ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო

29/09/2016

სოფელ კუმურდოში, მე-10 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის-კუმურდოს ტაძრისრეაბილიტაცია დაიწყო,- ამის შესახებინფორმაციას კულტურისსამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროსცნობით, ტაძრის პირველი ეტაპის სამუშაოები დაწყებულია. აღსადგენია გუმბათი, რომელზეც რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ ცნობილი არქიტექტორები.

დღეისათვის არქეოლოგიური და გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს საძირკვლის გამაგრება. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით, დაგეგმილია ტაძრის სრულად აღდგენა. 

ამჟამად, კუმურდოს ტაძარში ჩამოქცეულია გუმბათი და კამარების დიდი ნაწილი, დანგრეულია და შემდეგ დამახინჯებულად არის აღდგენილი მთელი დასავლეთი მხარე.

ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ აფხაზთა მეფის - ლეონის დროს, 964 წ-ს, იოანეეპისკოპოსის (კუმურდოელის) თაოსნობით, ქართველ ხუროთმოძღვარ საკოცარს დაუწყია ტაძრის მშენებლობა. ტაძარი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც იყო.

კუმურდოს ტაძარი მე-10 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში მდებარეობს.

ძეგლზე მასშტაბური აღდგენითი სამუშაოები საბჭოთა პერიოდის მერე აღარ ჩატარებულა. 

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced