Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


jtuyrdhs

თბილისი ტრადიციული მრავალხმიანობის VIII საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს

29/09/2016

26-30 სექტემბერს, თბილისი ტრადიციულიმრავალხმიანობის VIII საერთაშორისო სიმპოზიუმსუმასპინძლებს, რომელიც საზეიმოდოპერისა დაბალეტის თეატრშიგაიხსნება.

სიმპოზიუმი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელშეწყობით იმართება.

ქართული მრავალხმიანობა უნიკალური მოვლენაა, რომელმაც დიდი ხანია მსოფლიო აღიარება მოიპოვა. 2001 წელს იუნესკოს მიერ ქართული პოლიფონიის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შედევრად გამოცხადებამ ახალი სიცოცხლე შთაბერა თბილისის კონსერვატორიაში 1984 წლიდან დამკვიდრებულ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებს, რომელთაც 2002 წლიდან ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმის სახელწოდებით გააგრძელეს არსებობა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced