Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


srstrg

თბილისში კავკასიის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi მეოთხედ ტარდება

29/09/2016

inéDOC-Tbilisi  –  საერთაშორისოდოკუმენტურიკინოფესტივალი  კავკასიაში, რომელიცწელსუკვემეოთხედ 21-25 ოქტომბერს ტარდება, ქალაქთბილისში. ფესტივალისკინოჩვენებასუმასპინძლებენ: კინოთეატრები “ამირანი” და “რუსთაველი”, Frontline Club  და გოეთეს ინსტიტუტი.

ფესტივალის  ფარგლებში ჩატარდება ღია დისკუსიები, პრეზენტაციები და  ვორკშოპები, შეხვედრები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეულ რეჟისორებთან და ადგილობრივ კინოინდუსტრიის წარმომადგნლებთან.

ფესტივალზე ყოველწლიურად წარმოდგენილია, როგორც საკონკურსო, ასევე არასაკონკურსო სექციები:

საერთშორისოსაკონკურსო სექცია, სადაც შერჩეულია შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები მსოფლიოს სხვადსახვა ქვეყნებიდან.

Civil DOC – საკონკურსოსექცია, რომელიც წელს პირველად იქნება წარმოდგენილი ფესტივალზე, მოიცავს ფილმებს ადამიანის უფლებების, უმცირესობების პრობლემებს, გენდერულ საკითხებს, სამოქალაქო აქტივიზმსა და სხვ.

CinéDOC  Young – უნიკალური სექციაა, სადაც ჩართულები არიან რვიდან – თვრამეტ წლამდე  ასაკის  ბავშვები და მოზარდები. მათ საშუალება ეძლევათ მიიღონ მონაწილეობა ფილმების ჩვენებაში, დისკუსიაში სპეციალურად მოწვეულ მოდერატორებთან და რაც მთავარია საფესტივალო ფილმების უცხოელ ავტორებთან კითხვა-პასუხის ფორმატის სესიებში ჩართულობა.

რეგიონალურიკონკურსი Focus Caucasus, რომელშიც მონაწილეობას იღებენ რეჟისორები კავკასიისა და მისი მეზობელი ქვეყნებიდან. თითოეული მათგანი აღწერს იმ სხვადსახვა ასპექტს, რომელიც რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს ეხება.

სტუმარი ქვეყანა, რომლის ფარგლებშიც წარმოვადგენთ პოლონეთის კინოინდუსტრიას, სადაც მაყურებელს აქვს საშუალება გაეცნოს პოლონეთის კინოკულტურას. მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს პოლონეთისა და საქართველოში მოღვაწე დოკუმენტური კინოპროფესიონალების თანამშრომლობას.

23 ოქტომბერს Club Backstage 76 – ში გაიმართება ფესტივალის თემატური ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დოკუმენტური ფილმის მუსიკოსი გმირები.

პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს Civil Pitch, რომლის მიზანია არასამთავრობო და საჯარო ორგანიზაციებისა და ქართველ რეჟისორ/პროდუსერებისთვის აქტიური საკომუნიკაციო სივრცის შექმნა. ორმხრივი ინტერესის ფონზე, Civil Pitch მასში ჩართულ მხარეებს შეუქმნის სივრცეს, სადაც მოხდება საზოგადოებისათვის აქტუალურ და საინტერესო თემებზე სამომავლო პერსპექტივაში მსჯელობა, მათი დაგეგმვა და საჭირო მხარდაჭერის მიღება.

ფესტივალის პარტნიორები არიან : Creative Europe, IDFA Bertha Fund (International Documentary Film Festival Amsterdam), MTM (Movies That Matter), პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია, ა.შ.

მსგავსი სიახლეები

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced