Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


fytt

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

21/09/2016

თელავში, 9 -დან 15 ოქტომბრის ჩათვლით მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება, რომელიც 80-იან წლებში ცნობილმა პიანისტმა ელისო ვირსალაძემ დაარსა. 

2016 წლის მთავარი სიახლე ფესტივალზე ევროპული ორკესტრის ჩამოსვლაა.

ქალაქ კრაკოვის ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრის მონაწილეობით ორი კონცერტი გაიმართება, მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით. პოლონური ორკესტრისა და დირიჟორის ვიზიტი საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

9 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, თელავის ვაჟა- ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში 5 კონცერტი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აღიარებული მუსიკოს-შემსრულებლები კოლია ბლახერი, ელისო ვირსალაძე, ალექსანდრე ბუზლოვი, ახალგაზრდა მუსიკოსები უილიამ დატონი (დიდი ბრიტანეთი), ჩან უეი (ჩინეთი), დმიტრი შიშკინი (რუსეთი). ფესტივალში ასევე მონაწილეობენ დავით ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.

ფესტივალის ფარგლებში წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმში ცნობილი საფორტეპიანო დუეტის, ნანა დიმიტრიადისა და ნანა ავალიშვილის დახურული კონცერტი გაიმართება, რომელზეც დასწრება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ბილეთებით იქნება შესაძლებელი. ფესტივალი წელს პირველად მასშტაბური პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced