სიახლეები
საქართველოში "ევროპის მემკვიდრეობის დღეები" აღინიშნება
14/09/2016
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში, 16 და 18 სექტემბერს, ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება,- ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, საქართველოს მასშტაბით მუზეუმებში უფასო გამოფენები, ვორქშოფები და სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი.
ღონისძიებები ევროპის მემკვიდრეობის დღეების 2016 წლის საერთო თემის "მემკვიდრეობა და საზოგადოება" ფარგლებში მოეწყობა.
"ღონისძიებების ფარგლებში, 16 სექტემბერს, 10:00 საათიდან, ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მუზეუმი და კულტურის სტრატეგია“ გახსნება.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრება.
"ღონისძიებები ჩატარდება: საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში მოეწყობა გამოფენა სახელწოდებით „ევროპელები ქართული დიზაინის სათავეებთან“.
გამოფენილი იქნება სტრაუმეს, შმერლინგის, ჰრინევსკის და სხვა მხატვრების სამუშაო ესკიზები, კერამიკის, ქსოვილების, ოქრომჭედლობის ნიმუშებისათვის და სხვა; გამოფენის მსვლელობისას ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამა: „ნივთის ორნამენტით შემკობა“.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















