სიახლეები
აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში 28 156 547 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
08/09/2016
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში 28 156 547 ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 42%-ით აღემატება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 64,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ითმეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით.
კერძოდ ჩინეთი - 184% (3 368 361), უკრაინა - 75% (3 042 192), ბელარუსი - 47% (667 656), რუსეთი - 45% (14 664 610), პოლონეთი - 34% (1 367 960), ესტონეთი - 39% (413 364), ყირგიზეთი - 107% (163 966), აშშ - 10% (171 316) იაპონია - 12% (101 448), დიდი ბრიტანეთი - 65% (67 522), ლატვია 9% (772 926) და სხვა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















