Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


dytrs

თსუ-ში ღონისძიება "მულტილინგვური განათლება-გამოწვევები და პერსპექტივები" გაიმართა

07/09/2016

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტემპუსის ერთობლივი პროექტის „DIMTEGU-მულტილინგვურ მასწავლებელთა მომზადების პროგრამების შექმნა და დანერგვა საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებში" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

თსუ-ს ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიებას თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტების, ტემპუსის პროექტის წარმომადგენლები და პროფესორები დასწრნენ.

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დარეჯან თვალთვაძის განცხადებით, პროექტი საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებში მულტილინგვური განათლების მასწავლებლების მომზადებისთვის სპეციალური საგანმამანთლებლო პროგრამების შექმნას ითვალისწინებს. 

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced