სიახლეები
Check in Georgia-ს ფარგლებში საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ოდესა/ბათუმი ფოტოდღეები 2016“ გაიმართება
07/09/2016
Check in Georgia-ს ფარგლებში 10-14 სექტემბერს საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ოდესა/ბათუმი ფოტოდღეები 2016“ გაიმართება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცნობით, სამინისტროში დღეს საერთაშორისო ფოტოფესტივალ „ოდესა/ბათუმი ფოტოდღეები 2016“ - ისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონალური პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი ანა რიაბოშენკო, ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი და ფესტივალის თანაორგანიზატორი მარიამ ბულაური დაესწრებიან.
ფესტივალის ფარგლებში, წარდგენილი იქნება ირანული ფოტოგრაფია ღამის ჩვენების და ლექციის სახით, რომელსაც ცნობილი ირანელი ფოტოგრაფი ალი აკბარ შირჯიანი გამართავს. გარდა უცხოური სექციისა, ფესტივალის ფარგლებში გამოიფინება მე-19-20 საუკუნის ქართველი ფოტოგრაფის შალვა ალხანაიძის საოჯახო არქივი - „მოგონებები შუშაში“.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















