სიახლეები
თსუ-ში ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის მე-17 საერთაშორისო კონგრესი გაიხსნება
06/09/2016
თსუ-ში ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის მე-17 საერთაშორისო კონგრესი გაიხსნება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის მე-17 საერთაშორისო ლექსიკოგრაფიული კონგრესი გაიხსნება.
თსუ-ს ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, მსოფლიოს წამყვანი ლექსიკოგრაფები, გამომცემლები, მკვლევრები, პროგრამისტები და ზოგადად ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიით დაინტერესებული პირები.
”საერთაშორისო კონგრესზე, რომელშიც მსოფლიოს 40 ქვეყანიდან 150 დელეგატი მონაწილეობს, მსოფლიოს 40 ენის შესხაებ 100 მოხსენება იქნება წარმოდგენილი.
კონგრესის პროგრამა მოიცავს საჯარო ლექციებსა და სექციურ სხდომებს სხვადასხვა თემაზე, კომპიუტერული პროგრამების პრეზენტაციას, დისკუსიას მრგვალ მაგიდასთან, სპეციალიზებულ სემინარებს კონგრესის წინა პერიოდში, წიგნებისა და კომპიუტერული პროგრამების გამოფენას, აგრეთვე, კულტურულ პროგრამას კონგრესის მონაწილეთათვის და მათი სტუმრებისათვის.
კონგრესზე საჯარო ლექციებს წაიკითხავენ ცნობილი ევროპელი მეცნიერები, პატრიკ ჰენქსი (დიდი ბრიტანეთი), რობერტ ილსონი (დიდი ბრიტანეთი), იოსტ გიპერტი (გერმანია), ჯეფრი უილიამსი (საფრანგეთი), პიუს ტენ ჰაკენი (ავსტრია). მრგვალი მაგიდის მოდერატორი იქნება ტიერი ფონტენელი (ბელგია, ევროპის კავშირის დაწესებულებათა მთარგმნელობითი ცენტრის ხელმძღვანელი).
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















