Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


rae

ქალაქ გრაცში საოპერო ხელოვნების აკადემიის მეორე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი გაიმართება

06/09/2016

ქალაქ გრაცში საოპერო ხელოვნების აკადემიის მეორე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი გაიმართება

4-10 სექტემბერს ავსტრიის ქალაქ გრაცში საოპერო ხელოვნების აკადემიის (Accademia Belcanto) მეორე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი გაიმართება. 
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცნობით, კონკურსის ხელმძღვანელია Accademia Belcanto- ს პრეზიდენტი, ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ნათელა ნიკოლი (ნატო ჭყონია). 

სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელ მუსიკალურ კონკურსში ავსტრიელ და უცხოელ დამწყებ ოპერის მომღერლებთან ერთად, ქართველი შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ჟიურის წევრები არიან ტერეზა ბერგანცა (მეცოსოპრანო); ჯაკომო არაგალი (ტენორი); ეთერი ლამორისი-ჭყონია (სოპრანო); ნონა ლომიძე (მუსიკათმცოდნე) და სხვები.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced