სიახლეები
კულტურის სამინისტრო: მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის რეაბილიტაცია 2017 წელსაც იგეგმება
05/09/2016
მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრარ რეაბილიტაცია 2017 წელსაც ჩაუტარდება,- ინფორმაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამჟამად, სრულდება ტაძრის გაფხვიერებული ქვის საკონსერვაციო სამუშაოები. სამუშაოებისთვის გამოყოფილი წლევანდელი ბიუჯეტი სრულად ათვისებულია. ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2000-იანი წლების დასაწყისში ჩატარდა.
კედლის ძლიერად დაზიანებული ადგილები ქვის ახალი კვადრებით შეივსო, თუმცა, მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარზე ქვის სტრუქტურული დასუსტებით გამოწვეული დაზიანებები კვლავ პროგრესირებს.
ტაძრის მდებარეობიდან გამომდინარე, მასზე მუდმივად მოქმედებს ქარი და ატმოსფერული ნალექები, რაც ქვის დაშლის პროცესს აჩქარებს. ცოცხალი ორგანიზმები (ბაქტერიები, სოკოები, წყალმცენარეები) ასევე,გავლენას ახდენენ სამშენებლო მასალების დაზიანების პროცესზე.
მასალის ზედაპირებსა და სიღრმეში დასახლებული მიკროორგანიზმების ბიოლოგიური აქტიურობის შედეგად იფიტება და ზიანდება ქვა. შედეგად, მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარი მუდმივად საჭიროებს რეაბილიტაციას.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















