სიახლეები
ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე რუსუდან გლურჯიძის "სხვისი სახლი" იქნება
10/08/2016
საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე რუსუდან გლურჯიძის "სხვისი სახლი" იქნება,– ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
კინოცენტრის ცნობით, ამერიკის კინოაკადემიისთვის წარსადგენად ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის წელს რუსუდან გლურჯიძის ფილმი "სხვისი სახლი" შეირჩა. გადაწყვეტილება 9 აგვისტოს ეროვნული კინოცენტრის მიერ სპეციალურად შექმნილმა კომისიამ კინოთეატრ „ამირანში" მიიღო.
კომისიის წევრებს არჩევანის გაკეთება ოთხ ფილმს შორის მოუწიათ. შესარჩევ პროცესში მონაწილეობას „სხვისი სახლის" გარდა ნინო ბასილიას „ანას ცხოვრება“, თეონა და ტიერ გრენადეების „ძმა“ და ვანო ბურდულის „გაყინული შადრევნების წელიწადი“ იღებდა.
"სხვისი სახლი"
საქართველოს, რუსეთის, ხორვატიისა და ესპანეთის კოპროდუქციაა. ფილმი წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა საკონკურსო პროგრამაში East of the West.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















