Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


576jr

ხელოვნების მუზეუმში დღეს გიორგი ჩალაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

04/08/2016

ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დღეს გიორგი ჩალაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. 

გიორგი ჩალაძე რუსთაველი მხატვარი და მოქანდაკეა. ის არის რუსთავის მხატვართა გაერთიანების დამაარსებელი და ხელმძღვანელი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი.

გიორგი ჩალაძე თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის კულტურულ დაწესებულებებთან, მოღვაწეობდა საბერძნეთში, სადაც შექმნა დიდი ზომის პანოები და გააფორმა სპექტაკლი სალონიკის თეატრში. მხატვარი აქტიურად მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო გამოფენებში, არის სამი წიგნის ავტორი. 

მუზეუმის ინფორმაციით, გიორგი ჩალაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოში და საზღვარგარეთ. მისი პერსონალური გამოფენები წარმოდგენილი იყო საქართველოში (იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი), შვედეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში.

გამოფენა 2016 წლის 14 აგვისტომდე გაგრძელდება. 

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced