Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


654yw

მენელსაცხებლე მარიამ მაგდალინელის ხსენების დღე

04/08/2016

4 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა მოციქულთასწორი მენელსაცხებლე მარიამ მაგდალინელის ხსენების დღეს აღნიშნავს. მარიამ მაგდალინელი გენესარეთის ტბის პირას, კაპერნაუმსა და ტიბერიადას შორის მდებარე პატარა ქალაქ მაგდალაში დაიბადა დააღიზარდა. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, მშვენიერი და მომხიბლავი მარიამ მაგდალინელი, ყმაწვილქალობაში თავშეუკავებლად ცხოვრობდა.

სახარების მიხედვით, მომავალ წმიდანში შვიდი ეშმაკი ბუდობდა. თუმცა, მასშემდეგ, რაც სნეული მარიამი იესო ქრისტემ განკურნა, ის ღვთაებრივი სიყვარულით აენთო დამაცხოვრის ერთგული მოწაფე და მიმდევარი გახდა.

წმიდა მარიამ მაგდალინელმა ეფესოში შეჰვედრა სული უფალს დაიქვე მიაბარეს მიწას. დღეს ნაწილი ნეტარი დედის წმიდა ნაწილებისა საფრანგეთში, მარსელის მახლობლად, მისი სახელობის ტაძარშია დასვენებული.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced