Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


gfq

"შაჰტახტის დედაციხის“ მონაკვეთზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს

20/07/2016

"დედაციხის“ მიმდებარედ არქეოლოგიური კვლევის მეორე ეტაპი დღეს დასრულდება. ჩატარებული გათხრების შედეგად უკვე აღმოჩენილია XI-XII საუკუნის სამეურნეო ნაგებობები, თონე და ქვევრები,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დავით ნარმანია "შაჰტახტის დედაციხის“ მონაკვეთზე მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს არქეოლოგიური საბჭოს წევრებთან ერთად გაეცნო. 

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, უკვე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების გარდა, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილია, ასევე, ნარიყალას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება. პროექტი 2017 წლის ბოლომდე დასრულდება. 

არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსი, პირველად, 2015 წლის ივნისში გამოცხადდა. შედეგად, კვლევები "წმ. 40 სებასტიელ მოწამეთა“, "შაჰტახტის“, "საჯოგისა“ და "თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. 2016 წლის მარტში გამოცხადებული კონკურსის თანახმად, არქეოლოგიური სამუშაოები "შახტახტის დედაციხისა“ და „თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარედ განახლდა. 

მერიის ცნობით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიურ საბჭო 2015 წლის 9 ივნისს შეიქმნა. საბჭო 14 წევრისგან შედგება და მისი თავმჯდომარე დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაა. არქეოლოგიური საბჭოს მიზანი თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა და ტურისტული მარშრუტების გამდიდრებაა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced