Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


qfwqef

ლეღვთახევის კლდეზე ვიდეო პროექციით თბილისის ისტორია გააცოცხლეს

20/07/2016

კომპანია "ბოქს მედია გრუპ“-ის ორგანიზებითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, ლეღვთახევში ვიდეო პროექციით კლდეზე თბილისის ისტორია გაცოცხლდა,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ლეღვთახევის კლდეზე ვიდეო პროექციით წარმოდგენილი იყო ძველი თბილისის ფოტომატიანე, ვიდეო კლიპები საქართველოს შესახებ, დრონით გადაღებული თბილისის ხედები, ქვიშით ხატვით მოთხრობილი თბილისის ისტორია და გასართობი ვიდეო ანიმაცია.

პროექტის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ტექნოლოგიებისა და ბუნების სინთეზით მოეთხროთ თბილისის უახლესი ისტორიის ნაწილი, რისთვისაც ბევრი ძიების შემდეგ ტურისტებითა და ახალგაზრდებით ყველაზე მეტად დატვირთული ადგილი ლეღვთახევი შეარჩიეს.

როგორც მერიიდან იუწყებიან, პროექტის მიზანია ტურისტებმა ძველი თბილისის ისტორიული იერსახე გაიცნონ, შეიტყონ საქართველოს დაცული ტერიტორიების, ხუროთმოძღვრების ძეგლების შესახებ.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced