სიახლეები
თბილისის ოპერის წინ თენგიზ მუშკუდიანის ვარსკვლავი გაიხსნება
13/07/2016
თბილისის ოპერის წინთენგიზ მუშკუდიანისვარსკვლავი 14 ივლისს გაიხსნება. სახელმწიფო თეატრისინფორმაციით ვარსკვლავისგახსნამდე ოპერისთეატრში გალა-კონცერტი გაიმართება.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში, 14 ივლისს, შედგება გალა-კონცერტი, რომელიც ეძღვნება ლეგენდარული მომღერლის, თენგიზ მუშკუდიანის საოპერო მოღვაწეობას. კონცერტის შემდეგ, ოპერის თეატრის წინ, ვარსკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელსაც კულტურის პალატა უწევს ორგანიზებას.
თენგიზ მუშკუდიანი 32 წელი იდგა საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სცენაზე, ასრულებდა განსხვავებული სტილის პარტიებს, ქმნიდა საოპერო გმირების საინტერესო სახეებს, გამოირჩეოდა მომხიბვლელი ტემბრის ბანით. მნიშვნელოვანია თენგიზ მუშკუდიანის პედაგოგიური მოღვაწეობაც. სწორედ მისი ყოფილი და ამჟამინდელი მოწაფეები ავლენ სცენაზე 14 ივლისს დაგეგმილ გალა-კონცერტზე.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















