სიახლეები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრირქი ილია II უკრაინის პრემიერ მინისტრს ნიკოლაი აზაროვს შეხვდა
01/08/2011
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრირქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტერესი ილია II უკრაინის პრემიერ მინისტრს ნიკოლაი აზაროვს შეხვდა.
შეხვერდას წმინდა სინოდის წევრები - ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და სენაკის, ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი შიო ასევე უკრაინის მართმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
უკრანის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში სტუმრობისათვის და სთხოვა ლოცვებში მოიხსენიოს იმ ადამიანთა სულები, რომლებიც დღეს ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში მაღაროს აფეთქების დროს დაიღუპნენ. საუბარი სხვადასხვა საკითხებს შეეხო. შეხვედრის დასასრუილს კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრირქმა უწმინდესმა და უნეტერესმა ილია მეორემ ნიკოლაი აზაროვს მადლობა გადაუხადა უკრაინაში თბილი მიღებისათვის.
პრემიერ-მინისტრის რეზიდენციიდან საქართველოს კატოლიკოს-პატრარქი კიევის წმინდა სოფიას უძველეს ტაძარში გაემგზავრა და იქ დაცული სიწმინდეები მოილოცა. მოგვაინებით კი ყოველთა წმინდათა ტაძარს ეწვია და ის ადგილი დაათვალიერა, სადაც უკრაინის მართლამადიდებელი ეკლესიის საკათედრო ტაძარი უნდა აშენდეს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















