სიახლეები
ისტორიის მუზეუმში თამარ მელიქიშვილის ნამუშევრების გამოფენა - „დღის ერთი მეოთხედი“ გაიმართება
05/07/2016
საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში 6 ივლისს თამარ მელიქიშვილის ნამუშევრების გამოფენა - „დღის ერთი მეოთხედი“, გაიხსნება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მუზეუმიდან აცნობეს, ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ შესრულებული 70-მდე მცირე და დიდი ზომის ფერწერული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
თამარ მელიქიშვილი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. მუშაობდა ფილმების მხატვრად, იყო კინოჟურნალ „სარკმელის“ დიზაინერი. გამართული აქვს რამდენიმე პერსონალური გამოფენა, ასევე მონაწილეობდა არაერთ ჯგუფურ გამოფენაში.
გამოფენა „დღის ერთი მეოთხედი“ 30 აგვისტომდე გაგრძელდება.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















