Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


jmghf

ამერიკაში 22 სახეობის ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

30/06/2016

ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია სან-ფრანცისკოში გაიმართა, სადაც 22 ქართული, როგორც დიდიღვინის მწარმოებელიკომპანიის, ასევე მცირესაოჯახო მარნებისსხვადასხვა სტილისღვინო იყოწარმოდგენილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კოპანია „Tastingwork”-ის ორგანიზებული პიარ-კამპანიის „ივნისი - ქართული ღვინის თვე აშშ-ში“ ფარგლებში ღონისძიებები ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში გაიმართა.

„Tastingwork”-ის ხელმძღვანელის, ღვინის მაგისტრის, ლიზა გრანიკის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას აშშ-ში, ქართული ღვინის წარმოების უნიკალური მეთოდებისა და ქართული ვაზის ჯიშების გაცნობას პროფესიონალებისა და მოყვარულებისთვის.

დეგუსტაციებისპარალელურად იმართებოდა სემინარები ქართული ღვინის კულტურის შესახებ. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ როგორც უძველესი ტრადიციული ქართული, ისე თანამედროვე მეთოდებით დამზადებული ღვინოები.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი კონტრაქტორი კომპანიის “Marq Energie”-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ლოს-ანჟელესში გაიმართა.

აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის ერთ-ერთ პოტენციურად მზარდ და მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარს. აშშ-ში აქტიური მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება ხელსშეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას აშშ-ს ბაზარზედა ზოგადად ქართული ღვინის საექსპორტო არეალის გაფართოებას.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced