Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Catholicos-Patriarch

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კიევში საქართველოს საელჩოს ეწვია

31/07/2011

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისადაცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტიუწმინდესიდაუნეტარესიილიამეორეუკრაინისდედაქალაქკიევშისაქართველოსსაელჩოსეწვია, სადაცმასქართულიდიასპორისწარმომადგენლებმაგულთბილიშეხვედრამოუწყვეს.

მიღებას უკრაინაში მცხოვრები ქართველები, უკრაინელები და აფხაზეთსა და სამაჩაბლოდან დროებით გადაადგილებული პირები ესწრებოდნენ, რომელნიც ამჟამად უკრაინის სხვადასხვა რაიონებში ცხოვრობენ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქართველები დალოცა და სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

შეხვედრას საქართველოს ელჩი უკრაინაში _ გრიგოლ ქათამაძე უძღვებოდა. იგი მიესალმა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს და მადლობაგადაუხადასტუმრობისადაიმსიყვარულისთვის, რომელსაციგისაზღვარგარეთმცხოვრებიქართველებისმიმართიჩენს. დიასპორისწარმომადგენლებმააღუთქვესუწმინდესსადაუნეტარესს, რომსაქართველოშიაუცილებლდდაბრუნდებიან.

 შეხვედრის ბოლოს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეკრებილ საზოგადოებას თავის მიერ დაწერილი საგალობლები _ ავე მარია და სანკტუსი მოისმენინა და საჩუქრად საგალობლების კრებული გადასცა. უკრაინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა კათოლიკოს-პატრიარქს სიმბოლური საჩუქრები უსახსოვრეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართველ სასულიერო და საერო პირთა დელეგაციასთან ერთად კიევში ოფიციალური ვიზიტით 25 ივლისს გაემგზავრა. იგი საქართველოში დღეს გვიან ღამით დაბრუნდება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced