სიახლეები
გუდაბერტყას ნამოსახლარზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს
29/06/2016
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს, სვენეთსა დაახალშენს შორისმდებარე გუდაბერტყასნამოსახლარზე არქეოლოგიურისამუშაოები მიმდინარეობს,– ამის შესახებიფორმაციას კულტურისსამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.
ნამოსახლარზე მიმდინარე გათხრებს, არქეოლოგი გოგი მინდიაშვილი ხელმძღვანელობს.
როგორც კულტურის სამინისტროში განმარტავენ, გუდაბერტყა შიდა ქართლის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნამოსახლარია, რომელიც ორ კულტურულ ფენას მოიცავს. პირველ, ზედა ფენაში აღმოჩენილია გვიანი ბრინჯაოს ადრე რკინის ხანის (ძვ. წ.აღ. XII-VII სს.) შენობათა ნანგრევები, იმ დროისთვის დამახასიათებელი ფურნე - ღუმელები, რიგ შემთხვევაში დაუზიანებელი, მთლიანი ჭურჭელი. მეორე, ქვედა ფენის გათხრებით კი აღმოჩენილია ადრე ბრინჯაოს, მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ. წ.აღ.XVII ს.) ნამოსახლარი - თითქმის მთელი ნაგებობების ნაშთები, იმ დროისთვის დამახასიათებელი ცენტრალურშვერილებიანი კერები, რომლებიც, როგორც წესი, შეღებილია წითელი საღებავით. წითელი საღებავითაა შეღებილი შენობის კედლების შიდა პირიც.
გუდაბერტყას არქეოლოგიური გათხრები მნიშვნელოვანი ობიექტია ტურისტული თვალსაზრისით. ამ არქეოლოგიურ საიტზე მისულ ტურისტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ როგორც უკვე აღმოჩენილ არტეფაქტებს, ასევე დაათვალიერონ არქეოლოგიური გათხრების პროცესიც. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე, სანახაობრივი თვალსაზრისით ეფექტური უბნების გამოსავლენი შესარჩევი სამუშაოებიც მიმდინარეობს, რომლებიც შემდგომში დაკონსერვდება და ტურისტული ობიექტის მოთხოვნების შესაბამისად ადაპტირდება.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















