სიახლეები
პროექტმა "კინო სკოლაში“ CREATIVE EUROPE-ს დაფინანსება მოიპოვა
24/06/2016
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებულმა პროექტმა "კინო სკოლაში“, ევროკავშირის პროგრამის “Creative Europe”–ს დაფინანსება მიიღო,- ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ევროკავშირის პროგრამის "შემოქმედებითი ევროპა“ ფარგლებში გამოყოფილი 50.000-მდე ევრო პროექტის "კინოს კოლაში“ ვებ-პორტალის შემნას მოხმარდება, სადაც სასწავლო მასალები და ონლაინ ფილმების კატალოგი განთავსდება. ასევე პროექტის ფარგლებში, კინოცენტრს მსოფლიო კინოშედევრებზე ექნება წვდომა და ქართული ფილმების განთავსების შესაძლებლობა ამავე პორტალზე შეეძლება.
კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტი "კინო სკოლაში“ უკვე მესამე წელია წარმატებით მიმდინარეობს. პროგრამა მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 445 სკოლაში უკვე გაიმართა 6854 კინოჩვენება, მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიან სოფლებში: შუაფხო, ღები, განმუხური, კოკი, რუხი, პანკისის ხეობა, ერგნეთი, კნოლევი.
პროექტის "კინო სკოლაში“ მომდევნო ეტაპი 2016 წლის 1 ოქტომბერს დაიწყება და 2018 წლის იანვრამდე გაგრძელდება.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















