სიახლეები
კინოფესტივალი "ჯიფონი საქართველო 2016" ხვალ გაიხსნება
24/06/2016
ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, თბილისში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ახალგაზრდული კინოფესტივალი "ჯიფონი საქართველო 2016“ გაიხსნება,- ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალში 13-დან 18 წლამდე ასაკის, 6 ქვეყნის (საქართველო, იტალია, მაკედონია, ხორვატია, სომხეთი, აზერბაიჯანი) 350 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.
კინოფესტივალის პროგრამა, გარდა კინოჩვენებებისა, ითვალისწინებს დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, სემინარებსა და სხვა აქტივობებს. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ანიმაციის, სცენარის წერის, კადრირებისა და კინოპოსტერების შექმნის ვორკშოფებში მონაწილეობა მიიღონ.
კინოფესტივალის მიზანია ახალგაზრდა თაობისთვის თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება და კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლება, ასევე კინოხელოვნების საშუალებით, მოზარდებს შორის კომუნიკაციის გაღრმავება და კრიტიკული აზროვნების უნარის ჩამოყალიბება.
სამინისტროს ცნობით, საბავშვო და ახალგაზრდული ფილმების ფესტივალი "ჯიფონი“ იტალიაში 1971 წლიდან, ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საბავშვო კინოფესტივალია. 2016 წელს მას 50 ქვეყნის 3900 მონაწილე ეყოლება, რომლებიც ჟიურის წევრების რანგში იქნებიან პროექტში ჩართული. ჯიფონის კინოფესტივალს აქვს შექმნილი მსოფლიო ქსელი, რომლის წევრიც არის საქართველო.
აღსანიშნავია, რომ ჯიფონის კინოფესტივალის ქართული ანალოგი პირველად 2014 წლის 14 დეკემბერს ჩატარდა და მასში ქვეყნის მასშტაბით, 250-მა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ რეგიონში მხოლოდ ჩვენი ქვეყანა ფლობს ფესტივალის ჩატარების ექსკლუზიურ უფლებას.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















