Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


rtsea

ხვალ მომღერალ თამარ გვერდწითელის საქველმოქმედო საღამო გაიმართება

24/06/2016

თბილისის საკონცერტო დარბაზში, ხვალ მომღერალ თამარ გვერდწითელის საქველმოქმედო საღამო გაიმართება. თამარ გვერდწითელთან ერთად საღამოზე მსმენელის წინაშე წარდგებიან ანსამბლი „შვიდკაცა“, პაატა ანდრიაძის ბენდი და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი. საღამოს რეჟისორია ზაზა ორაშვილი, პროდიუსერი კი რეზი ახრახაძე. 

”კონცერტი ეხმაურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინიციატივას, დაარსდეს თავშესაფარი და გაეწიოთ დახმარება მზრუნველობა მოკლებულ მოზარდებს, რომლებიც სრულწლოვანები ხდებიან და მათზე არანაირი სოციალური პროგრამა აღარ ვრცელდება. კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად პატრიარქის ამ წამოწყებას მოხმარდება. კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება”, - აცხადებენ ორგანიზატორები.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced