სიახლეები
ფილარმონიაში „სამეფო ნაციონალური ბალეტის“ ახალი საკონცერტო პროგრამის პრემიერა შედგება
23/06/2016
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში „სამეფო ნაციონალური ბალეტის“ ახალი საკონცერტო პროგრამის პრემიერა შედგება.
თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ცნობით, ახალი წარმოდგენა სახელწოდებით „მსოფლიოს გარშემო“ ქართულ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საცეკვაო მინიატურებს აერთიანებს და გადმოცემულია ქართული ტემპერამენტით და ახლებური ხედვით.
„ამ ტიპის საცეკვაო წარმოდგენა არის პირველი პრეცედენტი ქართულ ქორეოგრაფიულ სივრცეში, რომელშიც გაერთიანებულია მთელი მსოფლიოს კულტურა ერთ კონცერტში. პროგრამაშია 4 ქართული ახალი საცეკვაო ნომერი.
დასის სამხატვრო ხელმძღვანელი და დამდგმელი ბალეტმეისტერია საქართველოს 2000 წლის საუკეთესო მოცეკვავე, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გელა ფოცხიშვილი; დასის საპატიო ბალეტმეისტერი - საქართველოს საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ხელოვნების ამაგდარი, საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენის კავალერი გელოდი ფოცხიშვილი.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















