Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


rste

დღეს სამეცნიერო კონფერენცია „ავანგარდის იდეა ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში“ გაიხსნება

23/06/2016

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში დღეს სამეცნიერო კონფერენცია „ავანგარდის იდეა ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში“ გაიხსნება. 

23-25 ივნისს პროექტის „ავანგარდი 1900-1937" ფარგლებში ეროვნული მუზეუმი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, უმასპინძლებს სამეცნიერო კონფერენციას „ავანგარდის იდეა ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში". კონფერენციის სესიებზე ქართველი და უცხოელი მეცნიერები განიხილავენ ავანგარდული ლიტერატურისა და სახვითი ხელოვნების სპეციფიკურ თავისებურებებს, მხატვრულ მოვლენათა კვლევის შედეგებს. 

კონფერენცია 3 დღის მანძილზე გაგრძელდება და აკადემიურ სესიებსა და დიალოგ-დისკუსიას მოიცავს. კონფერენციის ფარგლებში იგეგმება მასტერკლასები სტუდენტებთან, ახალგაზრდა მხატვრებთან, ლიტერატორებთან და რეგიონალურ ინსტიტუციებთან.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced