სიახლეები
საქართველოსა და რუსეთის პატრიარქები ერთმანეთს კიევში შეხვდნენ
30/07/2011
2011 წლის 26 ივლისს, უკრაინის დედაქალაქ კიევში, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ვლადიმერის რეზიდენციაში შედგა რულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II–ისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ: ზუგდიდისა და ცაიშისმიტროპოლიტიგერასიმე, ახალციხისადატაო -კლარჯეთისმიტროპოლიტითეოდორე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ილარიონი და დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი.
შეხვედრის დასაწყისში როგორც რუსეთის პატრიარქმა განაცხადა, რუსეთის ეკლესიას არც ერთ სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ისეთი ძმური ურთიერთობა არ გააჩნია, როგორიც საქართველოსთან აქვს.
“ეს სწორიცაა, რადგან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ჩვეულებრივი არ არის. როდესაც მხარეებს შორის ურთიერთობები სუსტდება, ეკლესიათაშორისი კვანძი უნდა გაძლიერდეს. ეკლესია, ქრისტე მშვიდობისკენ მოგვიწოდებს. გადის დრო, იცვლება პოლიტიკური სიტუაციები, მაგრამ მეზობელი ერები კვლავ ერთად ცხოვრობენ და ეკლესიაც აგრძელებს ცხოვრებას. ღმერთმა ქნას, ჩვენი და თქვენი ურთიერთქმედება ემსახუროს ჩვენი ერთმორწმუნე ერისა და ეკლესიის კეთილდღეობას”, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.
შეხვედრის დროს პატრიარქებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხიც განიხილეს. რუსეთის პატრიარქმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს საპატრიარქოს კანონიერი იურისდიექციის შესახებ ისაუბრა. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიებზე გარკვეული კანონიერი უწესრიგობა არსებობს.
“ეს კანონიკური უწესრიგობა ადამიანების სულიერ ცხოვრებას ვნებს. ამიტომ, ღია, ძმურ გარემოში განვიხილეთ ეს საკითხი და მოვილაპარაკეთ, კვლავ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი, რათა ღვთის წყალობით, მომავალში, გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, რომელიც დაეხმარებოდა ამ ორ ეკლესიას მართლმადიდებელი ადამიანების ცხოვრების დამშვიდებაში, რათა დამყარდეს კანონიკური წესრიგი და ყველაზე მთავარი, ეს ხელს შეუწყობს ნებისმიერი განხეთქილების აღკვეთას.” - აღნიშნა რუსეთის პატრიარქმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იმედოვნებს, რომ “ხშირი შეხვედრები ნაყოფს გამოიღებს. მართლაც, პოლიტიკური მოღვაწეები მიდიან და მოდიან, ჩვენი ერები და ეკლესია კი რჩება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები იყოს ძმური და მეგობრული”- დასძინა უწმიდესმა. მან ამავდროულად, პატრიარქ კირილს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ქართული ეკლესიის იურისდიქციის დადასტურებისთვის მადლობა გადაუხადა. მან შეხვედრის სურვილი მომავალშიც გამოთქვა, რადგან იმედოვნებს “ურთიერთგაგებით პრობლემების მოგვარებას შევძლებთ”.
უწმინდესი და უნეტარესი ილია II უკრაინაში 25 ივლისს გაემგზავრა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















