Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


qwe

ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების პროგრამა მაისი -2016 წელი

01/06/2016

მაისისთვეში ინტელექტუალურ-შემეცნებით სტუდიაში, პროექტის -  ,,ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერიგანვითარების პროგრამის”ფარგლებში შემდეგი შეხვედრები გაიმართა:

5 მაისს, ახალისალექციო კურსის -  “აღმოსავლური ლიტერატურა და ხელოვნება“-ფარგლებში, მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის - „თამარმეფე“ ჩვენება შედგა. ფილმის შესახებ, რომელიც შემეცნებითი-საგანმანათლებლო ხასიათისაა, ისაუბრა  ახალგაზრდაფილოლოგმა თამარ გრიგალაშვილმა. მან აუდიტორიას წარუდგინა შემოქმედებითი ჯგუფი (რეჟისორი - ლევან ლომაშვილი, სცენარის ავტორები - ნინო სადღობელაშვილი და გურამმეგრელიშვილი, მხატვარი - ხათუნა გიგუაშვილი, ფილმის მთავარიგმირი, მთხრობელი - მსახიობი გიორგი ზანგური).

12 მაისსშეხვედრა დაეთმო საუბარს - „აღმოსავლურ ლიტერატურაზე“, რომელსაც უძღვებოდა აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი გიორგი ლობჟანიძე სალექციო თემით ,,ხატი დასიმბოლო აღმოსავლურ ლიტერტურაში“. განიხილა პოეზიის სპეციფიკური მხარეები. ლექციაზე ყურადღება გამახვილდა აღმოსავლური ლიტერტრის ხატოვანების ორ ძირითად შემადგენელ კომპონენტზე - პოეტურ ხატსადა სიმბოლოზე. განხილულ იქნა ამ კომპონენტებისშექმნის სპეციფიკა დ მათი გამოყენებისარეალი სხვადასხვა კულტურაში.

19 მაისს ლექციას კვლავ  პროფესორი გიორგი ლობჟანიძე უძღვებოდა, რომლმაც ისაუბრა „აღმოსავლურიხელოვნების განვითარების ტენდენციებზე“.

მაისში, სტუდიის მსმენელები დაეწრნენ XI საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ფარგლებში გამართულ კონცერტებს:

8 მაისისკონცერტი მთლიანად კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებას დაეთმო დამიეძღვნა მის 80 წლის იუბილეს. კონცერტის პროგრამაში იყო კომპოზიტორის როგორც ინსტუმენტული, ისე ვოკალური ქმნილებები.

განსაკუთრებულიშთაბეჭდილება ახალგაზრდებზე მსოფლიოში აღიარებულმა ბარიტონმა - გია გაგნიძემ მოახდინა, რომელთანაც, კონცერტის შემდეგ მათრამდენიმე სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

20 მაისსსდაესწრნენ კონცერტს, რომლის სოლისტი და დირიჟორი, მსოფლიოში აღიარებული მულტი-მუსიკოსიისრაელიდან ხენ ციმბალისტა იყო.

ფესტივალისმომდევნო კონცერტი 22 მაისს გაიმართა და სტუდიის მსმენელები კვლავ ეწვივნენკონსერვატორიის დიდ დარბაზს, სადაც ქართულისაგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართა. საღამოზე აჟღერდა ქართული საგალობლები, ხალხური სიმღერები და სხვადასხვა კომპოზიტორის ქმნილებები.

18 მაისს, ახალგაზრდები მიწვეულები იყვნენ ოპერის თეატრში ზ. ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ მომსასმენად. როგორც სპექტაკლმა, ასევე თავად განახლებულმა თეატრმა ახალგაზრდებზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision”-ის მხარდაჭერით

twer

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced