სიახლეები
წყალტუბოზე 2 წუთიან ვირტუალურ კლიპს გადაიღებენ
20/06/2016
ტურისტებისთვის წყალტუბოზე 2 წუთიან საიმიჯო ვირტუალურ კლიპს გადაიღებენ, სადაც საკურორტო ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილები იქნება ნაჩვენები.
,,წყალტუბოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი მამუკა ჩხეტიანის თქმით, კლიპისთვის 4 ლოკაცია შეირჩა : პრომეთეს მღვიმე, ცივი ტბა , სათაფლიის მღვიმე და წყალტუბოს ცენტრალური პარკი.
კლიპის ღირებულება 25 000 ლარია, რომელსაც ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი“ აფინანსებს.
საიმიჯო კლიპის გადაღება წყალტუბოზე 2 დღეში დაიწყება და მაყურებელი ოქტომბრის თვეში იხილავს, ერთ-ერთი ქართული ტელემაუწყებლის საშუალებით.
კლიპი თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მზადდება და მსურველებს, საშუალება ექნებათ,ვირტუალური სათვალის მეშვეობით იმოგზაურონ, საკურორტო ქალაქში.
პროექტის სახელწოდებაა ,,ვირტუალური ტური იმერეთში“ რომლის ფარგლებში, გადაიღებენ კლიპს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















