Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


DASF

თბილისის მერია ახალგაზრდებისთვის ახალ პროექტს იწყებს

20/06/2016

კრეატიული ბიზნესის ხელშეწყობისა და ინდუსტრიის გაძლიერების მიზნით, თბილისის მერიამ, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, "Creative Business Workshop" გამართა,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამუშაო შეხვედრა, სახელწოდებით "როგორ ვიშოვოთ ფული საყვარელი საქმიანობიდან“, კულტურულ და კრეატიულ სექტორში (ფოტოგრაფია, არქიტექტურა, დიზაინი) დასაქმებული და დასაქმების სურვილის მქონე პირებისთვის მშვენიერი შესაძლებლობაა, რათა განსაზღვრონ ბიზნესის პოტენციალი, განავითარონ საკუთარი იდეები და გარდაქმნან ისინი ბიზნეს საქმიანობაში. 

პროექტი თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურისა და ბელორუსში მოქმედი ორგანიზაცია Balki Loft Project“-ის მიერ არის ორგანიზებული.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მეწარმეებმა, პროექტის მენეჯერებმა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს. 

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced